მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: უნდა, რომ ბოლო კუდი მოიქნიოს
“ზურაბიშვილი დღეებს ითვლის, თუმცა, ამ ბოლო დღეებში, როგორც ჩანს, უნდა, რომ ბოლო კუდი მოიქნიოს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ზურაბიშვილი საქართველოში რადიკალიზმს ახალისებს.
“პოლიციელების ცოცხლად დაწვას და დასახიჩრებას, კონსტიტუციურ ჩარჩოში მშვიდობიან აქციას ეძახის. ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთი მტკიცებულება არ მოაქვს. ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში. თავის ქვეყანას აშავებს უცხოეთში”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.