“შეუძლებელია, ადამიანი იყოს გულწრფელი და იმავდროულად, მეორე ადამიანის დაწვას ცდილობდეს” – გორდულაძე
“ვნახეთ, როგორ არის დაზიანებული როგორც პარლამენტის შენობა, ასევე, მიმდებარე შენობა-ნაგებობები. ადამიანებს სწირავდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით და ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის ლიდერი, არჩილ გორდულაძე წუხანდელ საპროტესტო მოვლენებს.
“ასეთი არც პროტესტი არ შეიძლება, რომ ვინმემ დაიჯეროს და არც, მით უმეტეს, მათ გულწრფელობას ვინმემ დაუჯეროს. შეუძლებელია ადამიანი იყოს გულწრფელი და იმავდროულად, მეორე ადამიანის დაწვას ცდილობდეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს როდესაც ხელი მოეცარებათ გადატრიალების მცდელობაში, რა თქმა უნდა, გაჩერდებიან და ისევ ნიჰილიზმში ჩავარდებიან, რომელშიც აქამდე იყვნენ,” – აღნიშნა გორდულაძემ.