“ბოლოს ქუჩაში დარჩება ისევ ის, 2 000 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ აქტივი არის “ნაციონალური მოძრაობის” – ლევან მაჭავარიანი
“ბოლოს ქუჩაში დარჩება ისევ ის, 2 000 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ აქტივი არის “ნაციონალური მოძრაობის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რითაც ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ტალღას ეხმაურება.
“დარწმუნებული ვარ, რომ სულ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, ის რაოდენობა, რაც დღეს არის ქუჩაში გასული, დაახლოებით, 10 000-ის ფარგლებში, დაიწყებს კლებას და ბოლოს დარჩება ისევ ის 2 000 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ აქტივი არის “ნაციონალური მოძრაობის” და ისევ ისე უგზო-უკვლოდ ივლიან ქუჩებში, როგორც ჩვენ ამას ვაკვირდებოდით 10 დღის წინ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.