საპროტესტო აქციაზე სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, რომელიც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ
რუსთაველზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლის მანქანა მიუახლოვდა. პარალელურად ისმის შსს-ს გამაფრთხილებელი სიგნალი, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლის გამოყენება მოხდება. მანამდე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. არიან დაშავებულები, როგორც პოლიციელები, ასევე აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.