ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე სპეციალური საკოორდინაციო შტაბის შექმნა დააანონსეს, სადაც მოქალაქეები პროტესტთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე სპეციალური საკოორდინაციო შტაბის შექმნა დააანონსეს, სადაც მოქალაქეები პროტესტთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ.
განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს.
მათივე თქმით, გეგმა არის ეროვნული წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.