ვლადიმერ ბოჟაძე: პარლამენტმაც და მთავრობამაც პირობა დავდეთ, რომ მომავალი 4 წელი გავაკეთებთ ყველაფერს, რათა 2028 წელს ასოცირებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტი გვქონდეს შესრულებული

დღეს პარლამენტმაც და მთავრობამაც პირობა დავდეთ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა 2028 წელს ასოცირებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტი გვქონდეს შესრულებული. უკვე შესრულებული გვაქვს 60 პროცენტი და ამ 60 პროცენტის შესრულებაში ოპოზიციას იოტისოდენა წვლილიც არ აქვს შეტანილი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

მისი თქმით, იმ სიკეთეებში, რაც ევროკავშირისგან გვაქვს მიღებული ამ ეტაპზე, ოპოზიციას მიუძღვის არა დადებითი როლი, არამედ, უარყოფითი როლი.

„პირველ რიგში, მინდა დაშავებულ პოლიციელებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და მოვუწოდო აქციის მონაწილეებს დარჩნენ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

რაც შეეხება რას აპროტესტებენ ეს ადამიანები, მოდით დავიწყოთ მთავარით. თქვენ იცით, რომ დღეს პარლამენტმაც და მთავრობამაც პირობა დავდეთ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა 2028 წელს ასოცირებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტი გვქონდეს შესრულებული. უკვე შესრულებული გვაქვს 60 პროცენტი და ამ 60 პროცენტის შესრულებაში ოპოზიციას იოტისოდენა წვლილიც არ აქვს შეტანილი. მეტსაც გეტყვით, ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილ კონსტიტუციაში, 78-ე მუხლზე, იცით თქვენ, ამაზე მიდის აპელირება. მათ შორის, ამ კონსტიტუციისთვის ოპოზიციას ხმა არ მიუცია.

იმ სიკეთეებში, რაც ჩვენ ევროკავშირისგან გვაქვს მიღებული ამ ეტაპზე, ოპოზიციას მიუძღვის არა დადებითი როლი, არამედ, უარყოფითი როლი. როდესაც ჩვენ ვაფორმებდით ასოცირების ხელშეკრულებას, ისინი ეხვეწებოდნენ ევროკავშირს, რომ ჩვენთან არ დაედოთ ასოცირების ხელშეკრულება, როდესაც ჩვენ ვმუშაობდით უვიზო რეჟიმზე, ეხვეწებოდნენ უვიზო რეჟიმი არ გვქონოდა. როდესაც ჩვენ ვმუშაობდით თავისუფალ ვაჭრობაზე, ეუბნებოდნენ, რომ არ გაეფორმებინათ საქართველოსთვის. როდესაც ჩვენ ვმუშაობდით კანდიდატის სტატუსზე, გახსოვთ თქვენ, მაშინ ეხვეწებოდნენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო და ჩვენ მაინც დავიმსახურეთ ჩვენი ბრძოლით, შრომით და ღირსებით, რაც ყველაზე მთავარია“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები