ანდრაშ ლასლო: მე მოვდივარ სტრასბურგის პლენარული დებატებიდან, პარლამენტში, სადაც ჩვენს ქვეყანასაც ესხმოდნენ თავს „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების“ მსგავსი კანონმდებლობის გამო, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ
მე მოვდივარ სტრასბურგის პლენარული დებატებიდან, პარლამენტში, სადაც ჩვენს ქვეყანასაც ესხმოდნენ თავს მსგავსი კანონმდებლობის გამო, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არის „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონები ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის პრობლემატური.
„სამწუხაროდ ეს არის გლობალისტური ელიტების ნამოქმედარი, რომელიც ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც კი, უნგრეთის წინააღმდეგ. მათ უნდათ შევცვალოთ პოზიცია უნგრეთის ომთან დაკავშირებით, ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით და ისინი არ იღებენ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვითხოვთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას. ჩვენ გაგვაჩნია ცუდი გამოცდილება ამ შემთხვევებთან მიმართებაში და გვაქვს ძალიან სერიოზული კამათები ევროკავშირთან“, – აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.