ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება იყო
ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარედ, გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.