“ამ ეტაპზე, საქართველოში ეროვნული ინტერესების გამტარებელი ერთადერთი ძალა “ქართული ოცნებაა” – დავით ჩიხელიძე

“საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნულ ინტერესებს პირველ რიგში აყენებს, ამ ეტაპზე კი, საქართველოში ეროვნული ინტერესების გამტარებელი ერთადერთი ძალა “ქართული ოცნებაა”, რაც არჩევნებში მიღებულმა შედეგმა დაადასტურა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ რეალური თავისუფლება გსურს, პირველ ყოვლისა, ეროვნულ ინტერესებს უნდა იცავდე.

“ოპოზიციის მომხრეებს სძულთ ყველაფერი რუსული, სძულთ ყველაფერი ქართული, მაგრამ უყვარს ყველაფერი დასავლური, ეს ხომ არასერიოზული მიდგომაა. თუ რეალური თავისუფლება გსურს, პირველ ყოვლისა, ეროვნულ ინტერესებს უნდა იცავდე, უნდა ითვალისწინებდე ხალხის მოთხოვნას და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს ბრძანების გაცემის ადგილმდებარეობას?!, ბრძანების შემსრულებელი მონაა. მონა რომელსაც სამშობლო და ეროვნულობის განცდა არ გააჩნია!

სამწუხაროდ ლიბერალიზმმა და ოპოზიციის მცდელობამ, ჩვენს ახალგაზრდებს მოჩვენებითი და რეალურ თავისუფლებას გარჩევის უნარი წაართვა”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები