„ფერის მხატვრული დიაპაზონი“ – „Art დისკურსის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართება

28 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წარმოდგენილი იქნება ამავე ინსტიტუტის ლიტერატურული კონსულტანტის, ფილოლოგიის დოქტორის, ქეთევან ელაშვილის კვლევა – „ფერის მხატვრული დიაპაზონი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა სამეცნიერო პლატფორმის, – „Art დისკურსის“  ფარგლებში ტარდება.
რას ნიშნავს ფერთა სახისმეტყველება? როგორია ფერთა სახისმეტყველებითი გაშინაარსებით აღქმული სამყარო? ფერითი აზროვნების ძირითადი ასპექტები რელიგიურ სისტემებსა თუ მხატვრულ აზროვნებაში? სწორედ ამ საკითხებს მოიცავს ქეთევან ელაშვილის კვლევა.
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმის – „Art დისკურსის“ – მიზანია ინსტიტუტის მკვლევართა მიგნებებისა და სამეცნიერო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის (სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, პროფესიული წრეები, დაინტერესებული საზოგადოება) გაზიარება, აქტუალურ სახელოვნებო საკითხებზე დისკუსიით და მოსაზრებების ურთიერთგაცვლით.
„Art დისკურსი“ მუდმივმოქმედია და იმართება ყოველთვიურად.

მის: რუსთაველის №19, ვასილ კიკნაძის სახელობის დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები