“როგორც გავიგე, გუშინ ცესკოს სხდომაზე “ლელომ” “ქართულ ოცნებასთან” ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის მოთხოვნით განცხადება შეიტანა” – ანჯაფარიძე
“როგორც გავიგე, გუშინ ცესკოს სხდომაზე “ლელომ” – დიახ, არ შემშლია, “ლელომ”, რომელიც ბოლო ხმაზე გაჰკივის – არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მივცემო, “ქართულ ოცნებასთან” ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის მოთხოვნით განცხადება შეიტანა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ანუ რა გამოდის, რომ “₾ელომ” ცესკოს მიერ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი და მასში ასახული საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად აღიარა!?
ახლა საინტერესოა, როდის და რა ფორმით გაუმხელს “ლელო” ამ ყოველივეს საკუთარ ამომრჩეველს”, – წერს ანჯაფარიძე.