კინოს სახლში ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების მოკლემეტრაჟიან ფილმებს უჩვენებენ

28 ნოემბერს, 19:00 საათზე, cinexpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში, წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების მოკლემეტრაჟია ფილმები. ორგანიზატორების ინფორმაციით, 5 ფილმი იქნება ნაჩვენები.

„წყნარ ზღვაში ცაც კარგად ჩანს”
ჩაიდანი დუღს, სამსახურად ქცეული დიასახლისობისგან, უნიფორმაში გამოწყობილი პროტაგონისტი ყოველდღიური ერთფეროვნებით გამოწვეული კრიზისიდან თავის დაღწევას ცდილობს.
რეჟისორი: ანა კოვალსკი.
ხანგრძლივობა: 7 წთ
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.

„კატო”
ბავშვობის ასოციაციური მეხსიერების ინტიმური მოგზაურობა, სადაც ერთი უბრალო ნივთის შეხება ან სურნელი ომის ფონზე წარსულის მძაფრ ემოციებს აცოცხლებს – ზრუნვის, შიშის, სიყვარულისა და ძალადობის შეუსწავლელ განცდებს.
რეჟისორი: მაია გელოვანი.
ხანგრძლივობა: 14 წთ.
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.

„მელანქოლია”
დანა, რომელმაც ვერ გადაჭრა მისი ვენები, სხვის სიცოცხლეს გადაარჩენს – ანის ისტორია, სადაც მისი მელანქოლია კლასიკურ ხელოვნებას ირეკლავს.
რეჟისორი: დათო თაყნიაშვილი.
ხანგრძლივობა: 23 წთ.
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.

„შინაგანი ოდისეა”
ახალგაზრდა მხატვარი ხელოვნებისა და ალკოჰოლის დახმარებით რეალობისგან თავის დაღწევას იქამდე ცდილობს, სანამ შინაგანი ბრძოლები იფეთქებს და ცხოვრებისეული გამოღვიძებისკენ უბიძგებს.
რეჟისორი: მარიამ ნიჟარაძე.
ხანგრძლივობა: 12 წთ.
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.

„ლურჯი რევიზია”
ჭეშმარიტება დგას სამშობლოზე მაღლა?! შეხვედრა, რომელიც მოხდა, ხდება და ისევ მოხდება სულიერი გამოღვიძების გზაზე. ოკეანედ ქცეული სიბნელე, ძალადობა და უსამართლობა რეალობას და სიზმარს ერთმანეთში რევს.
რეჟისორი: გოგა მამუკელაშვილი, გივი ნასარიძე.
ხანგრძლივობა: 16 წთ.
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები