“მიხელ ყაველაშვილმა ზუსტად იცის, რას ნიშნავს ნამდვილი დასავლური ღირებულებები, მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება” – ჩიხელიძე
“ვულოცავ საქართველოს. ჩვენს ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც დაიცავს საქართველოს და არა სხვა ქვეყნის ინტერესებს, როგორც ამას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმაურება.
“მიხეილ ყაველაშვილი არის საქართველოს პატრიოტი, პიროვნება, რომელმაც ზუსტად იცის, რას ნიშნავს ნამდვილი დასავლური ღირებულებები, მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება.
დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი მანდატის ფარგლებში, დიდ სამუშაოს გასწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა ეროვნული ინტერესების დაცვით”, – წერს ჩიხელიძე.