პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის მოსმენა მიმდინარეობს.

აღნიშნულ თანამდებობაზე დავით სონღულაშვილის კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

სონღულაშვილმა დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები