“ცალკეულ ევროპარლამენტართა განცხადებები ცხადყოფს, რომ დასავლეთში ჯანსაღი აზრის დეფიციტია” – დავით ჩიხელიძე

“ცალკეულ ევროპარლამენტართა განცხადებები ცხადყოფს, რომ დასავლეთში ჯანსაღი აზრის დეფიციტია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ დადებითად შეაფასა.

“საქართველოში ჩატარებული არჩევნები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ დადებითად შეაფასა, რაც, რა თქმა უნდა, დესტრუქციული ძალების უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად დიდია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის და პატრონების დავალების შესრულების სურვილი, რომ ცალკეულმა ადამიანებმა ადეკვატურობის გრძნობა დაკარგეს და ისეთ ინსტიტუტებს შეუტიეს როგორიც ეუთო ოდირია. ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებით “ოდირი არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებული სამართლიან არჩევნებში, უნდა მოვძებნოთ საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება გავლენისგან” ლექსმანის განცხადება აბსურდულია, ეუთო ოდირი ათეულობით წელია არჩევნებს აკვირდება, აქვთ არჩევნებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, უხერხულია, ეუთო ოდირს გარკვეული ძალების ზეგავლენის ქვეშ ყოფნა დააბრალო.

მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, აღიარონ არსებული რეალობა, საქართველოში არჩევნები დემოკრატიის პრინციპის დაცვით, თავისუფალ გარემოში ჩატარდა რომელიც სრულად აკმაყოფილებდა, მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას!”, – აღნიშნა ჩიხელიძემ.

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა განაცხადა: “სამწუხაროდ, „ოდირი“ ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშაა, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები სამართლიანი არჩევნებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები