ირანის უზენაესი ლიდერი ისრაელის ლიდერების სიკვდილით დასჯას ითხოვს
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის წინააღმდეგ დაკავების ორდერების გაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოიტანონ და არა დაპატიმრების ორდერი,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„მათ დაპატიმრების ორდერი გასცეს, ეს საკმარისი არ არის… ამ კრიმინალური ლიდერებისთვის სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოიტანონ“, – განაცხადა ხამენეიმ.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 21 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, ასევე, „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ დაკავების ორდერები გასცა, ღაზას კონფლიქტში სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.
ისრაელმა ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო.