შოთა ხაბარელი – ყაველაშვილზე: ღირსეული კანდიდატურაა და თანამდებობას ღირსეულად წარუძღვება
“ვულოცავ მთელ საზოგადოებას ასეთი ღირსეული კანდიდატურის დაყენებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ყაველაშვილი ძალიან ეროვნული და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია.
„მიხეილ ყაველაშვილს ქვეყანა არაერთხელ უსახელებია. ის საკუთარი ქვეყნის სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის გამოც მისი კანდიდატურა იქნა შერჩეული. ღირსეული კანდიდატურაა და თანამდებობას ღირსეულად წარუძღვება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.