ჩინეთის თავდაცვის მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ
ჩინეთის თავდაცვის მინისტრის, დონ ჯუნის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
მედიის ინფორმაციით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც კორუფციული დარღვევების გამო ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.
დონ ჯუნი თანამდებობაზე 2023 წლის დეკემბერში დაინიშნა, მანამდე კი სამხედრო-საზღვაო ძალების უფროსი იყო.
მისი წინამორბედი, ლი შანგფუ, თანამდებობიდან შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ სამხედრო მაღალჩინოსნებმა დიდი რაოდენობის ქრთამი მიიღეს. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში თანამდებობიდან ცხრა გენერალი გაათავისუფლეს.
როგორც უცხოური მედია წერს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ კვირას, ლაოსში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს დონგმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე უარი თქვა.