“მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული ქართველი, ვისთვისაც ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას” – მიქანაძე

“მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული ქართველი, ვისთვისაც ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ყაველაშვილი თავისი საქმიანობით ამტკიცებდა, რომ ქვეყნის პატრიოტია.

„ის არის ადამიანი, რომელიც თავისი შრომით კონკრეტულ შედეგებს აჩვენებდა და საქართველოს სახელი ქვეყნის გარეთ გაჰქონდა. ამ ადამიანის მიმართ უდიდესი სიყვარული, ნდობა არსებობს. რაც მთავარია, ის განცდა და დამოკიდებულება, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ თითოეულ ქართველს უნდა ჰქონდეს. გუნდი მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად ერთიანი იქნება. ყაველაშვილი ღირსეული პრეზიდენტი და მხოლოდ ქართველი ხალხის წინსვლაზე ორიენტირებული იქნება“, – განაცხადა მიქანაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები