პუტინი: კიბოს რუსული ვაქცინის დანერგვა სამედიცინო სფეროში გარღვევა იქნება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ კიბოს რუსული ვაქცინის დანერგვა სამედიცინო სფეროში კიბოსთან ბრძოლის წინააღმდეგ გარღვევა იქნება, – ამის შესახებ რუსული მედია წერს.

კრემლის ლიდერმა რუსეთის ფედერალური სამედიცინო და ბიოლოგიური სააგენტოს (FMBA) ხელმძღვანელთან, ვერონიკა სკვორცოვასთან შეხვედრა გამართა, სადაც სკვორცოვამ პრეპარატზე მუშაობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთ წელიწადში კიბოს ვაქცინა მზად იქნება გამოსაყენებლად.

მანამდე, აპრილში, FMBA-ს ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ კიბოს და ავთვისებიანი ნეოპლაზმების საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობდნენ. მან განმარტა, რომ საუბარია კოლორექტალური კიბოს, ავთვისებიანი მელანომასა და გლიობლასტომის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები