„კოალიცია „ცვლილებებისთვის“ სახელით, ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და მიმართავს მას, რომ ჩვენ ვხსნით სიას” – ელენე ხოშტარია
„კოალიცია „ცვლილებებისთვის“ სახელით, ამ წუთებში, ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით სიას”, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, კოალიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
“არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ შედგამს ჩვენგან ამ პარლამენტში“, – განაცხადა ხოშტარიამ.