“ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია” – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის თვის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, სექტემბერთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან. მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები