“ოპოზიციის სახე არის გაქცეული ნიკა გვარამია, რომელმაც ამ უმნიშვნელოვანეს დღეს მიატოვა თანამებრძოლები” – ნინო წილოსანი

“დღეს უმნიშვნელოვანესი დღე არის ქართულ ისტორიასა და პოლიტიკაში. დღეს შედგა და აღსრულდა ქართველი ხალხის ნება, უფლებამოსილება იქნა ცნობილი მე-11 მოწვევის პარლამენტის, ასევე, დასრულდა მავნებლური ოპოზიციის დრო,” – ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის სახეს წარმოადგენს ის ცარიელი სკამები, რომელიც პარლამენტში იყო.

“ოპოზიციის სახეს წარმოადგენს ის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლის სიველურე განსაკუთრებით თვალში საცემი არის, პარლამენტის წინ მდგარ ხალხს ვგულისხმობ. ასევე, ოპოზიციის სახე არის გაქცეული ნიკა გვარამია, რომელმაც ამ უმნიშვნელოვანეს დღეს მიატოვა თავისი თანამებრძოლები და ის არეულობა, რომელიც ოპოზიციაში თვალნათელია და ის სასოწარკვეთილება, რომლამდეც თავისივე ნებით მივიდნენ.

უმნიშვნელოვანესია ვთქვათ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტს აქვს უმნიშვნელოვანესი მისია შესასრულებელი და რაც შეეხება სპეკულაციებს ამ მომწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია სპეციალურად შეიძლება არ შემოდის თუ სპეკულირებს მანდატების დათმობის მუქარით, ფაქტობრივად საკუთარ ამომრჩეველს ემუქრება, რისთვისაც მხარი დაუჭირა ამომრჩეველმა, იმას არ შეასრულებს. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ვერც მხედველობაში მისაღები, ვერც სანერვიულო ფაქტი, იმიტომ, რომ მოცემულობა შემდეგია, ქართველმა ხალხმა აირჩია იმ კონფიგურაციით საქართველოს პარლამენტი, როგორი მანდატებითაც დღეს ჩვენ პარლამენტი დავამტკიცეთ და საბოლოოდ გაფორმდა ქართველი ხალხის ნება. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ისინი არ იყენებენ საკუთარი ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ ამ მანდატებს, დგანან ქუჩაში და არიან სრულად განულებული. ეს არის მოცემულობა, რის გამოც ვერცერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვერ იტყვის, რომ ეს პარლამენტი არის ერთპარტიული ან რაიმე ხარვეზი შეიძლება ჰქონდეს,” – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები