მედია: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში სასტუმრო-საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო თავისი ოჯახისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, – ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები სავარაუდოდ, აფხაზი “ოფიციალური პირების” ოფისებში იყო ნაპოვნი.

ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსი 300 ნომრით, სამედიცინო სპა შენობითა და ტალახის აბანოებით იქნება აღჭურვილი.

„იგეგმება სამი რესტორნის, დახურული და ღია საცურაო აუზის, საბავშვო და რეკრეაციული ზონისა და სპორტული მოედნების განთავსება. კომპლექსთან სულ მცირე ორი ნავმისადგომის აშენება იგეგმება. რომელთაგან ერთ-ერთი იქნება VIP იახტებისთვის“, – წერს დიმიტრი ბოლკუნეცი, ბელორუსი პოლიტოლოგი.

მანამდე, 13 ოქტომბერს, ბელარუსის კვლევითმა ცენტრმა (BRC) გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, “დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად” მის მიერ კონტროლირებად კომპანიას 20 ჰექტარი მიწა გადაეცა. სანატორიუმის მშენებლობა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდიგში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები