ზელენსკი – “რუსეთმა უკრაინა 150 რაკეტით, ავიაბომბითა და დრონით დაბომბა”
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24-25 ნოემბერს უკრაინა 150 რაკეტით, ავიაბომბითა და დრონით დაბომბა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რუსეთმა დაბომბა ოდესა, ხარკოვი და ზაპოროჟიე, სადაც ერთი ბავშვი დაშავდა. ასევე, რუსების დაბომბვას ზაპოროჟიეში ათეულობით საცხოვრებელი სახლისა და სამრეწველო ზონის განადგურება მოჰყვა.
“უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ახლაც იგერიებს რუსების საჰაერო შეტევას”,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.