“საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს სულით და გულით ქართველი” – მდინარაძე

“საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს სულით და გულით ქართველი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის საკითხს გამოეხმაურა.

„ძალიან დიდი ხანი, ძალიან ბევრს ვმსჯელობდით გუნდში. ლიდერებთან ეს იყო დიდი ბჭობის საგანი, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. მე მგონია და ჩვენი ყველას აზრით, ბატონი ბიძინადან დაწყებული, დამთავრებული „ქართულ ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე არის ის, რომ პირველი ნიშანი, რაც უნდა იყოს, არის ის, რომ უნდა იყოს ეროვნებით ქართველი. ქართველობაში მე გენეტიკას არ ვგულისხმობ. ქართველი უნდა იყოს სულით და გულით. სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით უნდა იყოს ქართველი და ისეთი ადამიანი, ვინც ამას არ გადაუხვევს არასდროს და თუ ამას არ გადაუხვევს, ყველაფერი კარგად დალაგდება. თუ შენი სამშობლო გიყვარს, სულით და გულით ქართველი ხარ, მთავარ პრინციპებს არ გადაუხვევ, არ მოემსახურები სხვა ქვეყანას, არ გახდები ვიღაცის წარმომადგენელი. როგორც კი, შენი ქვეყნის წარმომადგენლობაზე უარს არასდროს იტყვი და ამაში შენი ქვეყანა და ხალხი დარწმუნდება, ე.ი. შენ ღირსეული ხარ. რა თქმა უნდა იმის იქით, თვისებები ბევრია, მაგრამ პირველი რიგის თვისება ეს უნდა იყოს ალბათ და ჩვენ ამის მიხედვით ვარჩევთ ჩვენს კანდიდატს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები