“მე რომ ოპოზიციის აქტივისტი ვიყო და ვიღაც მეუბნებოდეს, სამასი ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში? რატომ არ არიან აქ ვერ ვხვდები” – მდინარაძე
“მე რომ ოპოზიციის აქტივისტი ვიყო და ვიღაც მეუბნებოდეს, სამასი ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში? რატომ არ არიან აქ ვერ ვხვდები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“წარმოიდგინეთ, თქვენ რომ იყოთ ოპოზიციონერი აქტივისტი და დაგაჯეროთ ვიღაცამ, რომ სამასი ათასი ხმა გაგიყალბეს ელექტრონულ არჩევნებში. ეს რომ გაკადრეს უნდა გამოხვიდე გარეთ! რატომ არ არიან ეს ადამიანები გარეთ ვერ ვხვდები, სამასი ათასი ხმა რომ „გაყალბდა“, ამ სისულელეს სპეციალურად ვიმეორებ მათ ნარატივს, რომ ბევრჯერ მოხვდეთ ადამიანებს ყურში, რას ამტკიცებენ”, – აღნიშნა მდინარაძემ.