“ვუსურვებ ახლად არჩეულ პარლამენტს, სრულად გაამართლოს ამომრჩევლის ნდობა, ხალხის მხარდაჭერა და დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც მივაღწიეთ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში” – კალაძე

“მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება, რომელიც არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულების და სწორედ ჩვენი მოსახლეობის არჩევანის შედეგი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მან საქართველოს წარმატებები უსურვა.

“ვუსურვებ ახლად არჩეულ პარლამენტს, სრულად გაამართლოს ამომრჩევლის ნდობა, ხალხის მხარდაჭერა და დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც მივაღწიეთ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში – ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, მშვიდობიანი განვითარების კურსი, სვლა ევროპისკენ.

წარმატებები საქართველოს!”, – წერს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები