გერმანიის საგარეო უწყება – „გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა

გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ გავრცელებული ინფორმაციის გამო, დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც, უწყების ცნობით, უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს.

„გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“, – აცხადებენ უწყებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, არჩევნების შედეგებისადმი მიდგომა და მთავრობის ფორმირება ასევე გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალ პროგრესზე, ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები