ირაკლი რუხაძე: მინდა საქართველოს მივულოცო ამ არჩევნების ჩატარება, ეს არის ბედნიერება ჩვენისთანა ქვეყნისთვის

,,საბჭოთა კავშირიდან გამოვედით 30 წლის წინ და დღეს ისეთი არჩევნები ჩატარდა, რომ დღის ბოლომდე არ ვიცოდით რა რეზულტატი დადგებოდა. ეს არის დიდი ბედნიერება ჩვენისთანა ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

რუხაძემ მოქალაქეებს
ამ არჩევნების ჩატარება მიულოცა.

„მე მინდა საქართველოს მივულოცო ამ არჩევნების ჩატარება. ეს არის ბედნიერება ჩვენისთანა ქვეყნისთვის, ჩვენისთანა სამეზობლოში, ჩვენისთანა ისტორიით, რომ საბჭოთა კავშირიდან გამოვედით 30 წლის წინ და ისეთი არჩევნები ჩატარდა, რომ დღის ბოლომდე არ ვიცოდით რა რეზულტატი დადგებოდა. ეს არის წარმოუდგენელი მდგომარეობა, რომელიც მოვიპოვეთ დიდი ხნის ბრძოლით. რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი დამსახურებაა იმ ხალხის, ვინც დღეს მართავს საქართველოს, რომ მისცეს საშუალება ქართველ ხალხს ასეთი არჩევნები ჩაეტარებინათ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გეზი შევინარჩუნოთ, რომელიც საქართველოს აქვს. დაველოდოთ ცესკოს შედეგებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეგზიტპოლი არ იქნება დიდ ცდომილებაში და კიდევ ერთხელ მივულოცავ საქართველოს“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები