ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათი შედეგი იქნება ძალიან მძიმე, მათ არ ეყოფათ ღირსება, აღიარონ არჩევნების შედეგები, ძალიან გაუჭირდებათ შეეგუონ არჩევნებში მარცხს, თან ამხელა მარცხს, ძალიან მასშტაბურ მარცხზე მაქვს საუბარი

მათი შედეგი იქნება ძალიან მძიმე, მათ არ ეყოფათ ღირსება, აღიარონ არჩევნების შედეგები, ძალიან გაუჭირდებათ შეეგუონ არჩევნებში მარცხს, თან ამხელა მარცხს. ძალიან მასშტაბურ მარცხზე მაქვს საუბარი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მოსალოდნელ მარცხზე საუბრისას.

„ამას ვნახავთ დაახლოებით, 2-3 საათში, მათი შედეგი იქნება ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა, მათ არ ეყოფათ ღირსება იმისათვის, რომ აღიარონ არჩევნების შედეგები, არც ერთი პარტიის ლიდერს არ აქვს ღირსება.

შესაბამისად, მათ ძალიან გაუჭირდებათ შეეგუონ არჩევნებში მარცხს, თან ამხელა მარცხს. ძალიან მასშტაბურ მარცხზე მაქვს საუბარი. შეგნებულად არ ვასახელებ ციფრებს, სხვაობა იქნება უკიდურესად დიდი და მასშტაბური „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის.

რა თქმა უნდა, მათ გაუჭირდებათ, შეეგუონ ამ მარცხს, საკუთარი ღირსების დეფიციტი არ მისცემს მათ ამის საშუალებას. თუმცა, მათი გადასაწყვეტი არ არის რეალურად როგორ გაგრძელდება პროცესები.

არც არჩევნების რესურსი არ აქვთ და შესაბამისად, არც ქუჩის რესურსი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არჩევნების მოგებასაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი – ეს არის ხალხის მხარდაჭერა. დღეს ქართველი ხალხი სწორედ იმიტომ გამოვიდა ასე მობილიზებული საარჩევნო უბნებზე, რომ მათთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ის ამორალური სახეები და ძალები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, მათ არ აქვთ არც არჩევნების მოგების და არც ქუჩის რესურსი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები