“სულ, მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი, თუმცა, ამ უბნებზე კენჭისყრა არ შეჩერებულა და პროცესი სხვა აპარატებით გრძელდება” – ნათია იოსელიანი

“სულ, მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი, თუმცა, ამ უბნებზე კენჭისყრა არ შეჩერებულა და პროცესი სხვა აპარატებით გრძელდება”, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

“გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ამიტომ გვინდა მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რომელიც დაფიქსირდა ამ დრომდე. სულ, მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი, თუმცა ამ უბნებზე კენჭისყრა არ შეჩერებულა და პროცესი სხვა აპარატებით გრძელდება”, – განმარტა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები