გივი მიქანაძე: ენმ-ის წევრმა, ვიტალი ყორშიამ ფიზიკურად იძალადა “ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიაზე

მმართველი გუნდის დეპუტატის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, “ნაცმოძრაობის” წევრმა, ვიტალი ყორშიამ “ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიაზე ფიზიკურად იძალადა.

როგორც მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოხდა და საკითხს პოლიცია შეისწავლის.

“ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი და ეს ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში. მოხდა მყისიერი რეაგირება, 112-ში შევიდა შესაბამისი განცხადება და პოლიციამ უკვე შეისწავლა საკითხი და ამ საკითხის მსვლელობას, რა თქმა უნდა, თვალს მივადევნებთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები