ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო არჩევნებზე თავისი ხმა დააფიქსირა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისი ხმა დააფიქსირა.
როგორც ხოშტარიამ განმარტა, დღეს ქვეყნისთვის ისტორიული დღეა.

“დღეს არის ისტორიული დღე. დღე, რომლითაც იამაყებს საქართველოს ყველა მოქალაქე. იმიტომ, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნებით, გადავდივართ ჩვენი ქვეყნის ახალ ეტაპზე, ეს არის კოალიციური მმართველობა, ეს არის ევროპული მომავალი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები