“ვინც დღეს უბნებთან დგას და აბსოლუტურად უმიზეზოდ ყვირის, ეს ხალხი უნდათ, რომ საღამოს შეკრიბონ, რათა ერთად იყვირონ“ – ვოლსკი

„მესამე უბანთან ვარ მოსული, დამკვირვებლები არიან, ყვირილი-წივილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვილსკი აცხადებს და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის საკითხს ეხმაურება.

“არაფერი არ ხდება აბსოლუტურად, სიწყნარეა და სამი ადამიანი დგას და გაყვირის, რომ იქ, 100 მეტრში უნდა იდგეს ვიღაც მოხუცი ქალი, უნდა გადაწიონ იქით, აქ ვინც ცხოვრობს იმათ უკივიან და ქმნიან ასეთ აჟიოტაჟს. მთელს ქვეყანაში უნდათ აჟიოტაჟის შექმნა. ხალხის გამოყვანა. დღეს განცხადებები კეთდება, რომ იმარჯვებს ოპოზიცია. მერე აუცილებლად საპირისპირო სურათს მიიღებენ და აქედან გამომდინარე ვინც დღეს უბნებთან დგას და აბსოლუტურად უმიზეზოდ ყვირის, ეს ხალხი უნდათ, რომ საღამოს შეკრიბონ, რომ ერთად იყვირონ“, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები