“ახალი საარჩევნო სისტემა გამორიცხავს გაყალბების თუნდაც მცირედ რისკს” – რატი ბრეგაძე

“ახალი საარჩევნო სისტემა, როგორ ყველასთვის ცნობილია, გამორიცხავს გაყალბების თუნდაც მცირედ რისკს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

ბრეგაძის თქმით, ამომრჩეველსაც ექნება საშუალება, რომ ძალიან მოკლე დროში გაიგოს არჩევნების შედეგები.

“ის ამავდროულად არის მორგებული ამომრჩევლის ინტერესებზე და საარჩევნო პროცესიც მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. ამავდროულად ამომრჩეველსაც ექნება იმის საშუალება, რომ ძალიან მოკლე დროში გაიგოს არჩევნების შედეგები.

როგორც ვიცით აქტივობა ძალიან მაღალია. ეს, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება და აღწევს უფრო მაღალ ნიშნულს“, – განმარტა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები