“საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება არის სრულიად ნორმალური პრაქტიკა; ბრიტანეთში საარჩევნო პროცესს რომ ვაკვირდებოდი, აქტიურად მიმდინარეობდა ამომრჩევლებთან კომუნიკაცია” – წილოსანი

“საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება არის სრულიად ნორმალური პრაქტიკა. ბრიტანეთში საარჩევნო პროცესს რომ ვაკვირდებოდი, აქტიურად მიმდინარეობდა ამომრჩევლებთან დარეკვა, კომუნიკაცია და მათი მობილიზება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

“ამის განსახორციელებლად რა ფორმას გამოიყენებ, იქნება ეს სატელეფონო კომუნიკაცია თუ ფურცელზე ჩანაწერებით აღწერა, ეს არც ტვ პირველის და არც სხვა პარტიული დემაგოგების განსახილველია. ამიტომ, ჩვენს კოორდინატორებს მინდა, ვუთხრა, ნუ გექნებათ ნურავის შიში, ვინაიდან თქვენი საქმიანობის შესასრულებლად სიების ორგანიზება და მათი ქონა არ არის დანაშაული, პირიქით, ეს სრულებით ლეგიტიმური საქმიანობაა.

ცრუ დამსმენი კლასტერი კი თავისთავად გააგრძელებს საარჩევნო დღის დისკრედიტაციას, ეცდება პროვოკაციების მოწყობას და დრამატული სცენარების დადგმას, ეს ხომ მათი ხელწერაა…

ამის პარალელურად, ქართველი ამომრჩეველი გააგრძელებს მშვიდობისთვის ხმის მიცემას და ჩვეული გონიერებით განსჯის სად არის სიმართლე და სად ტყუილი”, – წერს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები