გივი მიქანაძე: სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე უკანონო აგიტაციას აწარმოებენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე უკანონო აგიტაციას აწარმოებენ.

„წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკანონო აგიტაციის თაობაზე. რუსთავში სხვადასხვა უბანზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა სააგიტაციო მასალის, კერძოდ, 5 ნომრის წარწერა და ასევე, პლაკატების გაკვრა, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დარღვევას, – განაცხადა მიქანაძემ.

როგორც მან განმარტა, აღნიშნულ ფაქტებზე დაიწერა საჩივრებიც.

„გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალულია აგიტაციის წარმოება, საჩივრები ამ საკითხთან დაკავშირებით თითოეულო უბანზე დაიწერა“ – აღნიშნა მიქანაძემ.

ამასთან, გივი მიქანაძის თქმით, ლაგოდეხში 31-ე უბანთან და ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც „ლელოს“ 9-ნომრიანი გულსაბნევები ეკეთათ, რაც, ასევე, უკანონო აგიტაციის ფაქტია.

„ლაგოდეხში, 31-ე უბნის გარეთ, 9 ნომრის გულსაბნევით მოძრაობდა მოქალაქე ხვიჩა კუზიბაშვილი. რადგან აგიტაცია წარმოებს საარჩევნო უბნის 25 მეტრის რადიუსში, ფაქტზე განხორციელდა შეტყობინება 112-ში და კომისიაში დაფიქსირდა საჩივარი. ქუთაისში საარჩევნო უბანზე „ლელოს“ წარმომადგენელი ეკა ცარციძე, რომელსაც 9 ნომრის მაიდენტიფიცირებელი გულსაბნევი ეკეთა, ახდენდა აგიტაციას, რის გამოც, დაიწერა საჩივარი და ის გაძევებული იქნა უბნიდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები