ბაღდათის 23-ე უბანზე საარჩევნო ინვენტარი დააზიანეს

ბაღდათის 52-ე ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა უბანზე შესვლის დროს საარჩევნო ინვენტარი დააზიანა. მათ შორის, ვერიფიკაციის სამი აპარატიდან, მწყობრიდან გამოვიდა ორი და ამჟამად მუშაობა მხოლოდ ერთი რეგისტრატურის საშუალებით მიმდინარეობს.

დაზიანდა ხმის მთვლელი ორივე აპარატი, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე მივიდნენ საოლქოს წარმომადგენლები, მისი აღდგენა შეძლეს და კენჭისყრის პროცესი სწორედ მათი მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

როგორც ადგილზე მყოფი პირები იუწყებიან, მამაკაცმა უწმაწური სიტყვებით მოიხსენია „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები და მხარდამჭერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები