შსს-მ მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მარნეულში საარჩევნო ყუთში ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი მარნეულის N69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ათეულობით კონვერტს ყრის.