მდინარაძე – მარნეულში მომხდარ ინციდენტზე: წარმოუდგენელია, კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს ბიულეტენებს ურნაში

“წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს ბიულეტენებს ურნაში”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

ის მარნეულის N69 უბანზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც საარჩევნო ყუთში დიდი რაოდენობის ბიულეტენის ჩაყრა დაფიქსირდა.

“ეს არის სპეციალურად გაკეთებული და თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, იქ საარჩევნო უბანზე ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებს “ქართული ოცნების” დეპუტატი და ჩვენი ღრმა რწმენით, ის მონაწილეობას იღებს ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები