ირაკლი კირცხალია: დამერწმუნეთ, რომ იმ ძალიან მნიშვნელოვან ანალიზში, რაც ბატონმა ბიძინამ შემოგვთავაზა, თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი კიდევ ერთხელ ამოიკითხავდა ყველა იმ გამოწვევას, რომელსაც გაუმკლავდა ჩვენი ქვეყანა

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კირცხალია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

“ბიძინა ივანიშვილმა ძალიან გასაგებ ენაზე, მარტივად, კიდევ ერთხელ ახსნა ის ვითარება, მდგომარეობა და ნაბიჯები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და გუნდი მისი ხელმძღვანელობით დგამს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

დამერწმუნეთ, რომ იმ ძალიან მნიშვნელოვან ანალიზში, რაც გუშინ ბატონმა ბიძინამ შემოგვთავაზა, საზოგადოების თითოეული ჯანსაღად და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი კიდევ ერთხელ ამოიკითხავდა ყველა იმ გამოწვევას, რომელსაც გაუმკლავდა ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები