გიორგი კახიანი – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე: ძალიან საინტერესო ანალიზი გაკეთდა ქვეყნის შიგნითა და გარეთ მიმდინარე პროცესებზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ქვეყნის შიგნითა და გარეთ მიმდინარე პროცესებზე ძალიან საინტერესო და ბევრის მომცველი ანალიზი გაკეთდა.

„გუშინ საზოგადოებამ ნახა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ძალიან საინტერესო და ბევრის მომცველი ანალიზი გაკეთდა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებზე. ვისაც სწორი დასკვნების გაკეთება უნდა, ის ამ ინტერვიუდან ამას გააკეთებდა. ბატონი ბიძინა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო – საუბარი იყო, ირაკლი ღარიბაშვილისა და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შეხვედრაზე. ხელისგულზე იყო ყველაფერი მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამ პროცესების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მეორე ფრონტი არ იქნებოდა?! ის კოლექტიური ძალა ხელისუფლებაში რომ მობრუნდეს მეორე ფრონტი არ მოხდება საქართველოში?! მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხელისგულზეა. ვინც დღეს ამ თემი გაქილიკებას ცდილობს, მას ელემენტარული ანალიზის გაკეთება არ შეუძლია ან მტრობენ ქვეყანას“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები