ოხანაშვილი – ოპოზიციაზე: ნებისმიერი პირი, რომელიც კონკრეტული პოზიციის დაფიქსირების გამო მათთვის მიუღებელია, მზად არიან, მორალურად გათელონ

„ნებისმიერი პირი, რომელიც მათთვის [ოპოზოციისთვის] პოლიტიკური შეხედულების გამო, აზრის გამო, სიმღერის გამო, კონკრეტულ სცენაზე ასვლის გამო და კონკრეტული პოზიციის დაფიქსირების გამო მიუღებელია, ისინი მზად არიან, ის და მისი ახლობლები ფეხქვეშ გათელონ მორალურად”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.

დეპუტატი “ქართული ოცნების” ვიდეორგოლში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მონაწილეობას გამოეხმაურა, რასაც ბულინგი მოჰყვა.

“ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, თუმცა, ამას არავის გმობს. დააკვირდით, არცერთი ბიუროკრატი, კონკრეტული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ეს არის სიძულვილის ენა, ეს არის მიუღებელი, ეს არ შეიძლება. პირიქით, მათი დუმილით ისინი, როგორც ჩანს, იწონებენ ამ გამონათქვამებს და ეს არის კატასტროფა. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები