კახიანი – ოპოზიციაზე: 27-ში იქნება მცდელობები, რომ ქვეყანაში გარკვეული არეულობები მოაწყონ

„27-ში იქნება მცდელობები, რომ ქვეყანაში გარკვეული არეულობები მოაწყონ. ვიდრე ქვეყნის შიგნით გვყავს ის აგენტურა, აი ის უსამშობლო ძალა, რომელსაც მთელი ოპოზიციური ველი აქვთ დაკავებული, ყოველთვის არსებობს რისკები, რომ გარკვეული პროცესები ისევ და ისევ გამოიყენონ ქვეყნის დასაზიანებლად”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერაა საჭირო.

„მოსახლეობის მხრიდან გვჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმდაგვარი, რაც კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავსვათ საკითხი, რომ ძალა, რომელიც არის ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ისე როგორც ეს ხდება ბევრს სხვა სახელმწიფოში, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებში, გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად. ამ სახის პასუხისმგებლობაზე არის საუბარი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები