18 ოქტომბერს ბაიდენი გერმანიას ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პარასკევს გერმანიას ეწვევა. პრეზიდენტი ოლაფ შოლცთან და ნატო-ს სხვა ლიდერებთან ერთად უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავს.

ასევე, დღის წესრიგის თემა ახლო აღმოსავლეთში სწრაფად მზარდი კონფლიქტი იქნება.

მანამდე, ამერიკის პრეზიდენტს წყალდიდობის გამო შეხვედრის გადადება მოუწია. ჯო ბაიდენის გერმანიაში ვიზიტის გადადებამ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (“რამშტაინის” ფორმატი) შეხვედრის გადადება გამოიწვია, რომელიც აშშ-ის ლიდერის თავმჯდომარეობით და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. “რამშტაინის” შეხვედრის ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები