“იყო ძლიერი, რუსეთის მზადყოფნაზე, ან სურვილზე არ არის დამოკიდებული – ეს მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მზადყოფნაზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ კიევს კრიტიკოსებისთვის არ შეუმუშავებია,- ასე უპასუხა დასავლეთში “გამარჯვების გეგმის” კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „გამარჯვების გეგმის“ მთავარი მიზანი უკრაინის გაძლიერებაა, რათა ის, დიპლომატიური თუ სხვა გზებით, ამ პრობლემის გადასაჭრელად მზად იყოს.

„იყო ძლიერი არ არის დამოკიდებული რუსეთის მზადყოფნაზე, ან სურვილზე. ეს მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მზადყოფნაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გეგმა რეალობად ვაქციოთ. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ევროკავშირში ერთიანობის წყალობით შევძლებთ არა მხოლოდ ევროკავშირის ლიდერების, არამედ სხვა ლიდერების წახალისებას“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ნათლად ესმის, რა სჭირდება მას.

“ჩვენი მხრიდან, ჩვენ, ევროკავშირის ლიდერებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესის განხორციელებას. ჩვენ უნდა გადავცეთ მეტი აღჭურვილობა, ტექნიკა, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა ამ საშინელი ომისგან, რომელიც საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევაა“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები