იონათამიშვილი – “მთავარ არხში“ უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე: დამნაშავეებისგან დანაშაულის ჩადენა არავის გაუკვირდება ჩვენს საზოგადოებაში

“დამნაშავეებისგან დანაშაულის ჩადენა არავის გაუკვირდება ჩვენს საზოგადოებაში”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსური ოპერაციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ცხადია, დამნაშავეებისგან დანაშაულის ჩადენა არავის გაუკვირდება ჩვენს საზოგადოებაში. ფაქტობრივად, იმავე სქემასთან გვაქვს საქმე, რასაც გვარამია აკეთებდა, როდესაც „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანები კიდევ რაღაც კანონებზე რომ ლაპარაკობენ, ძალიან უხერხულია, ვინაიდან დანაშაული, როგორც ჩანს, მათი თანმდევი ბუნებაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, “მთავარის” მოქმედი დირექტორისგან სკანდალური ფაქტები გასაჯაროვდა. უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორი, გიორგი ქურდაძე ალაპარაკდა. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც უცხოეთიდანაც შემოდის. ნიკა გვარამია უკანონო ფინანსური ოპერაციების არსებობას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები