კახა კალაძე: შეუძლებელია, რადიკალიზმმა, ბოროტებამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ოპონენტებს გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

მისივე მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის ოპოზიციასთან თანამშრომლობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ამ ოპოზიციას, გინდ შეერთებულს, გინდ დაშლილს, გინდ სალომესთან ერთად, გინდ მის გარეშე, გინდ შალიკოს ფანჩატურით, გინდ მის გარეშე, აქვს ნულის ტოლფასი შანსი. არანაირი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ეს არის რეალობა. თქვენ თუ გინდათ ამ რეალობის დამახინჯება, საზოგადოებისთვის სხვანაირად მიწოდება, ეს თქვენი საქმეა, შეგიძლიათ გააგრძელოთ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოს საკონსტიტუციო უმრავლესობით.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აკეთებს შტაბს. მე ამას მივესალმები, რადგან ის ადამიანები ჩვენთან ერთად იზეიმებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას ხელისუფლებაში. დღევანდელ მოცემულობაში შეუძლებელია, რადიკალიზმმა, ბოროტებამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები