რატი იონათამიშვილი – ხაზარაძე-გახარიაზე: ისინი მაშინ გაერთიანდებიან და მაშინ დაიშლებიან, როცა ბრძანებას მიიღებენ

,,ვინ ეკითხება ან მამუკა ხაზარაძეს ან გიორგი გახარიას რამეზე შეთანხმდებიან თუ არა. ისინი მაშინ გაერთიანდებიან და მაშინ დაიშლებიან, როცა ბრძანებას მიიღებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ისინი ბრძანების მონურ მორჩილებაში არიან.

„ისინი მაშინ გაერთიანდებიან და მაშინ დაიშლებიან, როცა ამის ბრძანებას მიიღებენ. ამ ბრძანების მონურ მორჩილებაში არიან. ეს ყველაფერი მათ უკან დაიდგა და იმითაც ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს რაღაცაზე ვერ თანხმდებიან. ვინ ეკითხება ან ერთს ან მეორეს რამეზე შეთანხმდებიან თუ არა – ბრძანება მათთვის არის მორჩილების ტოლფასი.

ისინი არიან მორჩილი ადამიანები, რომელთაც არანაირი „მე“ და არანაირი პოზიცია არ გააჩნიათ. ამიტომაც არის სამარცხვინო მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები